გვირეკავენ - ოჯახის თქმით, 21 წლის ბიჭისგან, რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს, ბოდიშის მოხდას ითხოვენ

21.07.23 12:59
გვირეკავენ - ოჯახის თქმით, 21 წლის ბიჭისგან, რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს, ბოდიშის მოხდას ითხოვენ

ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი მოზარდისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.  21 წლის ლაშა ჟღენტის ოჯახს  უცნობი ნომრები ერთი მეორეს მიყოლებით ურეკავენ.

მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ბიჭმა პოლიციის ოთხი მაღალჩინოსანი ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ამხილა, ოჯახი ამტკიცებს, რომ მათი მისამართით ზეწოლა ხორციელდება, რეკავენ და ეუბნებიან რომ უნდა გაჩერდნენ. 

ბიჭის დედა გაჩერებას არ აპირებს და მისი შვილის უფლებების დასაცავად ბრძოლას აგრძელებს.

"რამდენიმე ზარი შემოვიდა ჩემ ტელეფონზე, რომ გავჩერდეთ, ბოდიშის მოხდით ყველაფერს აპატიებენ ბავშვებს, ოღონდ გავჩერდეთ, ჩვენ არ გავჩერდებით, ვინც არ უნდა დარეკოს, ჩემი შვილები არიან მართლები და ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით. იპოვეს შუამავლები, ოჯახის ახლობლები, მაგრამ აზრი არ აქვს. მე რომ მივედი, რამდენიმე წუთის წაყვანილი ჰყავდათ ჩემი შვილი. იქ იყვნენ, შევხდი, უფროსს ველაპარაკე, ვუთხარი რომ ჩემი შვილი არის ნაცემი, მითხრეს, რომ ასე არ  არის. მოვითხოვე სამკერდე ჩანაწერები, მითხრეს რომ არ არსებობს ასეთი. მე ჩემს შვილებზე ასე მოქცევას არავის არ ვაპატიებ. დღეს ჩემი შვილები არიან, ხვალ ქინებიანჰ თქვენი შვილები", - ამბობს დედა.

პოლიციის და სისტემის მამხილებელი ბიჭი ახლა კოკა კაციტაძის უწყებაში იკითხება. გამოძიება დაიწყო, თუმცა უცნობია, დაიბარეს თუ არა გამოკითხაზე ვერიის პოლიციიის მაღალჩინოსნები.

მსგავსი სიახლეები