როდის გადაკვეთა ბოლოს საზღვარი ნარკომაფიის შეფმა ნარი კაჯაევამ - რას ამბობს პროკურატურა

21.07.23 13:59
როდის გადაკვეთა ბოლოს საზღვარი ნარკომაფიის შეფმა ნარი კაჯაევამ - რას ამბობს პროკურატურა

როდის გადაკვეთა ბოლოს საზღვარი ნარკომაფიის შეფმა, ნარი კაჯაევამ - საქართველოს პროკურატურა ამბობს, რომ ქალი სხვადასხვა დროს იმყოფებოდა  საქართველოში, თუმცა არ პასუხობს კითხვას, თუ როდის გადაკვეთა საზღვარი ბოლოს პირმა, რომელსაც გამოძიება 15 მილიონის ნარკორტიკები ინტერნეტით გაყვასდ ა ტრანსნაციონალურ დანაშაულს ედავება.

საქმის პროკურორი ამბობს, რომ თურქეთის რესპუბლიკასთან კაჯაევას ექსტრადაციის მოთხოვნით მიმართავს და ამაზე შესაბამისი პროცედურები დაიწყება.

პროკურორი ამბობს, რომ ნარკოდანაშაულის ჯგუფს 3 ლიდერი ჰყავდა, რომელთა შორის არიან ნარი კაჯაევი, ნარი ანტონოვი და კიდევ ერთი პირი

"ყველა მთავარი პირი ორგანიზებული ჯგუფის წევრები არიან, რაც შეეხება ნარი კაჯაევს, ჩვენი ინფორმაციით, უნდა იმყოფებოდეს თურქეთის რესპუბლიკაში, ის ცხოვრობს თურქეთის რესპუბლიკაში.

რაც შეეხება ექსტრადაციას, ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურა, შსს მიმართავს შესაბამისი პროცედურებს.

როგორც ნარი კაჯაევას, ასევე სხვა ჯგუფის წევრებს წაყენებული აქვთ ბრალი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ნარკოდანაშაულში. ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბეს ნარი კაჯაევამ და ნარი ანტონოვმა.

ჩვენს მიერ მოპოვებული მტკიცებულებით გამოძიების ეტაპზე, როგორც თქვენთვის ცნობილი არის 2021-2023 წლამდე არაერთი პირი მიეცა პასუხისგებაში, 16 პირის მიმართ დაიწყო სასამართლომ დევნა, როგორც გამოვლინდებოდა დანაშაულში მონაწილე პირი და დგინდებოდა მისი მონაცემები, ხდებოდა მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა. როდესაც შეკრებილ იქნა მტკიცებულებები მონაწილე პირების მიმართ, მათზეც დაიწყო სისხლის სამართლის დევნა, ყველა ადამიანის მიმართ.

ვინც კი გამოვავლინეთ ჩვენ გამოძიების ეტაპზე, ყველას მიმართ მოხდა სისხლის სამართლის დევნის დაწყება. რაც შეეხება სხვა პირებს, როგორც კი გამოვლენილი იქნება ასეთი ფაქტები ყველას მიმართ გატარდება შესაბამისი ღონისძიებები". - ამბობს პროკურორი.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ. "პირველების" ინფორმაციით გამოძიებასთან 6-მა მათგანმა ითანამშრომლა.

ცნობისთვის, დაკავებული 22 პირიდან 16-ს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. 3 პირი ძებნაშია, მათ შორისაა სწორედ ნარი კაჯაევა.

მასშტაბური სპეცოპერაციის შესახებ, გუშინ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგზე  განაცხადეს. 

 

მსგავსი სიახლეები