"არა ცენზურას" - კინოცენტრის ახალ თანამშრომლებს ძველები პროტესტით დახვდნენ

21.07.23 13:53
"არა ცენზურას" - კინოცენტრის ახალ თანამშრომლებს ძველები პროტესტით დახვდნენ

პრობაციიდან კინოში გადასული დირექტორის კაბინეტთან ახლაც ხმაურია. დღეს იქ კინოცენტრის ახალ თანამშრომლებს ძველები პროტესტით დახვდნენ. შენობაში მუსიკა კინოფილმებიდან და ხელების ბრახუნია, ისმის შეძახილებიც "არა ცენზურას". 

კინომცოდნეების თქმით, ახალი კადრები სამინისტროს სტაჟიორები არიან, რომლებსაც არანაირი შეხება აქვთ კინოსთან, ვინაიდან ისინი იურისტები და აუდიტები არიან.

ის, რაც ხდება უკვე ვხვდებით, რომ არანაირ დემოკრატიულ პროცესებთან არ არის ბმაში. კულტურის სამინისტროდან გადმოჰყავთ სტაჟიორი თანამშრომლები, რომლებიც, რა თქმა უნდა, არ არიან კინემატოგრაფისტები. ესენი არიან იურისტები, აუდიტები. ეს არის მინისტრის ხელით გამართული არაფორმალური მმართველი, - ამბობს კინომცოდნე, ლევან აბდუშელაშვილი.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი პროტესტს სასურველი შედეგის მიღებამდე არ შეწყვეტენ. 

"რეფორმები ამას არ ჰქვია, ამას უფრო რეპრესიები ჰქვია და ყველანაირი მეთოდით, რომელიც გამოგვიყენებია ან მოვიფიქრებთ გამოვიყენებთ. სანამ ცოცხლები ვართ, ვეცდებით, რომ ეს ყველაფერი შევაჩეროთ,  - ამბობს ნინუკა ქოიავა, კინოდოკუმენტალისტი.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები წულუკიანის პირადი კადრისგან კინოცენტრის შენობის გათავისუფლებას და ხელოვანებზე გამოცხადებული ნადირობის შეწყვეტას ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები