"ფორმულას" ჟურნალისტის შვილის საქმეზე ბავშვის მიმართ სასამართლომ დამცავი ორდერი გასცა

21.07.23 14:34
"ფორმულას" ჟურნალისტის შვილის საქმეზე ბავშვის მიმართ სასამართლომ დამცავი ორდერი გასცა

"ფორმულას" ტელეწამყვანის, ელისო ჯარიაშვილის შვილის საქმეზე სასამართლომ დამცავი ორდერი გასცა. ორდერი გაიცა ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფის წევრის მიმართ, რომელმაც ბავშვის ვიდეო სოციალურ ქსელში კონტექსტიდან ამოგლეჯილად გამოიყენა და გაავრცელა. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას აეკრძალება ბავშვის ფოტო-ვიდეო მასალის გამოყენება, მისი ხსენება, ბავშვთან მაიდენტიფიცირებელი ნებისმიერი ინფორმაციის გასაჯაროება.

 

მსგავსი სიახლეები