რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი თანამშრომლები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
რესპუბლიკურ საავადმყოფოს ყოფილი თანამშრომლები სხდომათა დარბაზიდან გირაოს სანაცვლოს გამოუშვეს. კერძოდ, ზურაბ ამაშუკელს, ალექსანდრე ბელოუსოვს და აკაკი ნოზაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5-000 5000-ლარიანი გირაო, თენგიზ არჩვაძეს კი 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
განსასჯელის სკამზე ქვეყნის მთავარი კლინიკის სამშენებლო სამუშაოებზე პასუხისმგებელი პირები ისხდნენ.
პროკურორის თქმით, ბრალდებულების მხრიდან მოხდა მიღება-ჩაბარების აქტების შეგნებული გაყალბება და მათ ხელოვნურად გაზარდეს სამუშაოების მოცულობები.
"ბრალდებულებმა გააყალბეს დოკუმენტები, კერძოდ მიღება ჩაბარების აქტები, შესრულებული საქმეების აქტები ე.წ. ფორმა ორები, ასევე ინფექტირების დასკვნები, რის საფუძველზეც მიუთითეს, რომ ოთხი მილიონ ხუთასი ათასი ლარის ხელშეკრულებებიდან 750 ათასი ლარით მეტი შეაქსრულეს. გაზარდეს შესრულებული სამუშაოს მოცულობები 750 ათასი ლარით", - ამბობს, პროკურორი.
ბრალდებულები აცხადებენ, რომ მათ დანაშაული გაუფრთხილებლობით ჩაიდინეს.
ადვოკატი ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ახალი მისული იყო სამსახურში, როდესაც მას მითითება მისცეს ხელი მოეწერა გარკვეული ტიპის დოკუმენტებზე, რა დროსაც ის არ იყო გაცნობიერებული საქმეებში, ამან კი გამოიწვია პირის პასუხისგებაში მიცემა.
"სახელმწიფო ბრალდების პოზიცია გახლდათ აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოდ შეფარდების 10 000 ლარის განსაზღვრაზე, ჩვენი შუამდგომლობა იყო ის შემცირებულიყო მინიმუმამდე, სასამართლომ ეს გაითვალისწინა. აკაკი ნოზაძე იყო ამ სამსახურში მისული ერთი თვის, როცა გარკვეული ტიპის მითითება მიიღო ხელისმოწერასთან დაკავშირებით, ის გაცნობიერებული არ იყო თავის სამუშაო განრიგში წესიერად არ იყო ადაპტირებული, მოხდა ეს შეცდომა და ამან გამოიწვია მისი პასუხისგებაში მიცემა", - ამბობს ადვოკატი.
გამოძიება კლინიკის ყოფილ თანამშრომლებს სარემონტო თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ. ეს არის რამდენიმე კვირის წინ დაწყებული საქმის გაგრძელება. პროკურატურა კოვიდის დროს გაფლანგული მილიონების კვალს ეძებს.
ამავე საქმის ფარგლებში სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული არიან რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ფინანსური დირექტორი, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და ინდივიდუალური მეწარმე. ირაკლი გვაზავას, ლევან გიგოლაშვილსა და გიორგი ყეინაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.