19 წლის ბიჭის მკველობა ქობულეთში - გარდაცვლილის დედა დანაშაულის სავარაუდო თანამონაწილეებს ასახელებს
19 წლის ბიჭის მკველობა ქობულეთში - გარდაცვლილის ოჯახი ამბობს, რომ საქმე ჯგუფურად ჩადენილის და ამ დანაშაულს სხვა თანამონაწილეებიც ჰყავს.
მოკლული ბიჭის დედა ასახელებს ახალგაზრდა ქალბატონს, ელენე ახვლედიანს, რომელმაც, დედის თქმით, ბევრი იცის ჩადენილი დანაშაულის შესახებ და ხელს აფარებდა მთავარ დამნაშავეს
დედა ამბობს, რომ ახვლედიანმა დანაშაული ჩამდენი პირის ადგილსამყოფელის შესახებაც იცოდა.
"ერთი ჩვენება რომ წავიკითხე, მთელი სამი დღის განმავლობაში ვეღარ ავდექი საწოლიდან. ამ ჯგუფური მკვლელობის შემდეგ, ყველანი მონაწილეობდნენ, ჩაიყვანეს მამამისი, რომ დანარჩენი ყველაფერი იმ მამამისს გაეკეთებინა და იმ მამამისმა კიდევ დაიხმარა თავისი ოჯახის წევრები - მამაო, სასულიერო პირი და მეორე ძმა. სასულიერო პირმა ბრძანა, რომ მე აღსარება ჩამაბარაო და აღსარების ჩაბარება მესმის მე ეკლესიაში და არა მიცვალებულთან, რომელიც მოკლეს წამებით და უბედურებით. 15 000 ლარიანი გირაოთი რომ გაათავისუფლეს, 15 000 ლარი იხსნის საზიზღარ საქციელს ღმერთის სამსჯავროსგან? ელენე ახვლედიანი, მაგანაც ყველაფერი იცოდა იმიტომ, რომ მაგან გადააცილა თურქეთის საზღვრამდე და მაგასთან იყო ის. იქ არაფერი არ ეცოდინებოდა და ვერაფერ ვერ გაიგებდა ელენე ახვლედიანი?! ყველამ ვინც კი მანდ იყო, საერთოდ ყველამ ყველაფერი იცოდა". - ამბობს დედა.
19 წლის ბიჭის მკველობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ორთვიანი ძებნის შემდეგ, გიორგი ალხანშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკველობაში ბრალდებულს ინგლისში მიაგნესს. პროკურატურა ბრალდებულის ექსტრადირებას ელოდება.
ახალგაზდრას მეგობრის მოკვლას და ცხედრის ტყეში გადამალვას ედავებიან. ალხანშვილს მეგობარმა ქობულეთში 19 ჭრილობა მიაყენა. საქმეს შვიდი სხვა ფიგურანტიც ყავს, მათ შორის ბრალდებული სასულიერო პირი, რომელიც სხდომათა დარბაზიდან 15 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაუშვეს. მამა იობს გამოძიება მკვლელობის შეუტყობინებლობას ედავებოდა.
საქმეზე სულ 6 პირია დაკავებული სხვადასხვა ბრალდებით, მათ შორის მთავარი ფიგურანტი 20 წლის ახალგაზრდის მამა, ასევე ბიძაც, სასულიერო პირი მამა იობი, რომელიც გუშინ ბათუმის საქალაქო სასამართლომ 15 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
პატიმრობაში რჩება 4 ახალგაზრდა, რომლებსაც 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
რაც შეეხება საქმის მთავარ ფიგურანტს, რომელიც ახლა გაერთიანებულ სამეფოში საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფება, მას უვადო პატიმრობა ემუქრება.