კოკა მორგოშიას 80 წლის მამიდამ "ალტ-ინფოში" 2022 წელს მილიონი ლარი შეიტანა

21.07.23 16:29
კოკა მორგოშიას 80 წლის მამიდამ "ალტ-ინფოში" 2022 წელს მილიონი ლარი შეიტანა

პრორუსული ტელეკომპანია "ალტ-ინფოს" შემოსავალი გასულ, 2022 წელს თითქმის 1 მილიონი ლარი იყო. ამ თანხის 99,8% კი მფლობელის შემოწირულობაა. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.

ინფორმაცია ხელმისაწვდომია კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზე, სადაც ტელეკომპანიები საკუთარი შემოსავლების შესახებ აქვეყნებენ მონაცემებს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ტელეკომპანია "ალტ-ინფოს" 50% კოკა მორგოშიას მამიდას, ციალა მორგოშიას ეკუთვნის, დანარჩენი 50% კი ალექსანდრე ქარდავას.

სწორედ კოკა მორგოშიას 80 წლის მამიდა, პენსიონერი ციალა მორგოშიაა თანხის ოფიციალური შემტანი ტელეკომპანია "ალტ-ინფოში", რომლის ეთერიდანაც მუდმივად ისმის ანტიდასავლური და რუსეთის მხარდამჭერი განცხადებები.

"[მამიდაჩემის] პირადი დანაზოგიდან მიდის თანხა, რომელიც აისახება [ტელევიზიის] ანგარიშზე... მამიდაჩემის წარმომადგენლობა აქვს რამდენიმე ადამიანს და ისინი ახორციელებენ ამას... ამ რეალობაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ "ალტ-ინფოსთვის" შექმნილი პრობლემა მის გაძლიერებას ნიშნავს. ყოველთვის ნახავს [დაფინანსების] გზას", - ამბობს მორგოშია.

მსგავსი სიახლეები