იდენტიფიცირებულია პოლიციელი, ვინც, სავარაუდოდ, 21 წლის ბიჭზე ფიზიკურად იძალადა

21.07.23 17:07
იდენტიფიცირებულია პოლიციელი, ვინც, სავარაუდოდ, 21 წლის ბიჭზე ფიზიკურად იძალადა

იდენტიფიცირებულია პოლიციელი, ვინც, სავარაუდოდ, 21 წლის ბიჭზე ფიზიკურად იძალადა და შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდარღვევაში მხილებული გამომძიებელი ლევან სამნიძეა. მძიმე ბრალდებების ადრესატი დუმილის რეჟიმშია გადასული, არც თავს იმართლებს და არც ბრალდებებს უარყოფს. 

დუმილის რეჟიმში არიან ვერის პოლიციის განყოფილებაშიც. 21 წლის ბიჭის მძიმე ბრალდებებს პოლიციის განყოფილებაში კარის დაკეტვით პასუხობენ. სულ ცოტა ხნის წინ კი კაციტაძის უწყებიდან, დაზარალებული ბიჭი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.

"დეტექტივი, რომელმაც მე ჩამსვა მანქანაში და ვინც ჩემზე ფიზიკურად იძალადა ეს ადამიანი არის ლევან სამნაშვილი, რომელიც ჩემზე გაუჩერებლად მანქანაში ძალადობდა, როგორც ფიზიკურად ასევე სიტყვიერად. ჩვენ გამომძიებელთან ვიყავით ასულები, რომელმაც შეკითხვები დამისვა და დაწვრილებით მოვუყევი ყველაფერი, როგორ მოხდა თავიდან ბოლომდე. ახლა უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა სადაც ნახავენ დაზიანებებს, რაც მომაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა სადაც მომაყენეს" - ამბობს 21 წლის ლაშა ჟღენტი.

21 წლის ახალგაზრდის დედა ამბობს, რომ მან სამართალდამცველებს ზარების შესახებ უამბო და ასევე მიაწოდა იმ პირების სახელი და გვარი, ვინც მომხდარში ფიგურირებდა.

"დეტალურად გამომკითხეს, რა ვიცოდი იმის მერე რაც მივედი განყოფილებაში, როგორ მელაპარაკა განყოფილების უფროსი, ჩემი შვილი რა მდგომარეობაში იყო, აუცილებლად გამოიძიებენ მჯერა იმიტომ, რომ ისეთი საუბარი მქონდა, დაინტერესებულები არიან თვითონაც, რომ სამართლიანად მოხდეს ყველაფერი. მოვუყევი, ვუთხარი, რომ მიკავშირდებიან ოჯახის ახლობლები და ასე მესაუბრებიან, დაინტერესდნენ ამითაც. ვისზეც შემეძლო, იყო რამდენიმე სახელი ვინც ვიცოდი უბრალოდ გვარი არ ვიცოდი. ვუთხარი აღვუწერე." - ამბობს ლაშას დედა.

ლაშა ჟღენტი ამტკიცებს, რომ სამართალდამცველებმა ჩხრეკა უმიზეზოდ დაუწყეს, რასაც ფიზიკური ანგარიშსწიორებაც მოყვა. ეს ყველაფერი შუაგულ თბილისში ხალხმრავალ ადგილას, კამერებით გარშემორტყმულ ტეროტირაზე მოხდა, თუმცა გოგებაშვილის 44 ნომრიდან არც კამერების ჩანაწერები ამოუღიათ და არც მოწმეები გამოუკითხავს ვინმეს. 

მსგავსი სიახლეები