პოლიციელი, რომელიც 21 წლის ბიჭს გუდავდა, თანამდებობაზე რჩება - ჩქმალავს თუ არა შსს საქმეს?

21.07.23 20:07
პოლიციელი, რომელიც 21 წლის ბიჭს გუდავდა, თანამდებობაზე რჩება - ჩქმალავს თუ არა შსს საქმეს?

 

 

დადგენილია პოლიციელის ვინაობა, ვინც ზემო ვერაზე 21 წლის ბიჭის მოხრჩობას ცდილობდა. "პირველებმა" დღეს პოლციელების მიერ ჩადენილი დანაშაულის თვითმხილვებს მიაგნო.  არსებობს რამდენიმე მოწმე და კამერის ჩანაწერები, სადაც კარგად უნდა ჩანდეს, როგორ აუშარდა პოლიცია დაკრძალვაზე მიმავალ ახლაგაზრდებს, შემდეგ ფიზიკურად იძალდა და ერთ-ერთს ყელშიც კი წაუჭირა. 

ყველა ვინც ძალადობაში ამხილეს, ისვე პოლიციაში მუშაობს. მძიმე ბრალდებების მიუხედვად, მათთვის უფლებამოსილება არავის შეუჩერებია. ახლა ზეწოლა 21 წლის ლაშა ჟღენტის ოჯახზე მიდის, რომ გაჩუმდნენ და ხმაურიან სამქეზე აღარ ილაპარაკონ.

დღეს ნაცემ ბიჭს მეორე ექსპეტიზა ჩაუტარდა, თუმცა სამედიცინო შემოწმების გარეშეც, ძალადობა შეუიარაღებული თვალითაც კარგად ჩანს.

ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები