ნარკოდანაშაულის მასშტაბური სქემა - ნარკომაფიის შეფი ქალი ძალოვანებს საზღვრიდან გაეპარათ

21.07.23 20:24
ნარკოდანაშაულის მასშტაბური სქემა - ნარკომაფიის შეფი ქალი ძალოვანებს საზღვრიდან გაეპარათ

 

 

იძებნება ხათუნა იგივე ნარი კაჯიევი -  47 წლის ნარკობარონმა ქალმა საქართველში ნარკოტიკების გაყიდვის ისეთი მასშტაბური სქემა ააწყო, რომ სამი წელი მის კვალზე ვერავინ გავიდა. მის სქემაში წამლის 21 დამდები, ორი ადვოკატი და ფულის ათობით გამთეთრებელი იყო ჩართული. "ხათუნას წამალი" - ამ სახლით ნარკომოვაჭრე შავი ზღვისპირეთში, ჰეროინიდან დაწყებული სინთეტიკური ნარკოტიკით დამთავრებული ყველაფერს ყიდდა. 

როდესაც პოლიცია ხათუნას კვალზე გავიდა, ის უკვე საქართველოდან გაქცეული იყო. ახლა პროკურატურას იმედი აქვს, რომ ქალს, რომელმაც სამ წელიწადში 15 მილიონის ნარკოტიკი შემოიტანა და საქართველოში გაყიდა, სტამბოლის პოლიცია დააკავებს და ქართულ სასამართლოს გადმოსცემს, თუმცა შესაძლოა, ხათუნა, იგივე ნარი კაჯიევი, ახლა თურქეთშიც კი აღარ იყოს. ათასიბით კილო ნარკოტიკის გაყიდვით, ქალი მილიონერი გახდა.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები