20 წლის ბიჭის შემზარავი მკვლელობა ქობულეთში - შვილმკვდარი დედა დუმილს "პირველებთან" არღვევს
ქობულეთში სასტიკად მოკლული 20 წლის ბიჭის დედა დუმილს არღვევს. შვილმკვადრი ქალი "პირველებს" შემზარავი ამბის დეტალებს უყვება.
მარინა მაძღარაშვილი, დარწმუნებულია, რომ დანაშაული ჯგუფურად იქნა ჩადენილი. ქალი, რომელსაც ქობულეთში სტუმრად ჩასულ შვილი ჯერ მოუკლეს, შემდეგ კი ტყეში დაუმარხეს, დანაშაულში მონაწილე ყველა პირის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.
ესენი ერთმანეთს მიეხმარნენ, იმიტომ, რომ ჩემს შვილს ერთი ადამიანი ვერანაირად ვერ მოერეოდა. ეს არის ჯგუფურად მოკლული, 18 ჭრილობით მოკლული ბავშვი. სტუმრად წაყვანილი ბავშვი ასე უმოწყალოდ მოკლედ და მერე დამარხეს. აორგანიზებდნენ, რომ მერე ჩემი შვილი ან მდინარეში გადაეგდოთ, ან დაებეტენობენინათ, - ამბობს მოკლული დედა.
მარინა მაძღარაშვილი დანაშუალის დაფარვაში ბრალდებულ სასულიერო პირზეც საუბრობს და მიიჩნევს, რომ მამა იობის გირაოთი გათავისუფლება, უსამართლობაა.
მე აღსარება ჩავიბარეო. გასაგებია, მაგრამ შემთხვევის ადგილზე და მიცვალებულთან არავინ იბარებს, ჩემი აზრით, აღსარებას იბარებენ ეკლესიაში. ვითომც არაფერი მომხდარა, ჩაიბარა ერთი მკვლელის აღსარება და ეს უნდა, რომ შერჩეს. არადა, ჩემი შვილის ცხედარი იცის სად არის, ემ ამ დროს უჭმელი-უსმელი, გაუბედურებული, ერთი კვირა დავეძებ ჩემს შვილს, - ამბობს მაძღარაშვილი.
შვილმკვდარი დედა ამბობს, რომ საქმეში სხვა პირებიც ფიგურირებენ, მათ შორის, ახალგაზრდა ქალი, რომელიც სავარაუდო მკვლელთან ერთად ქვეყნიდან გაიქცა. ქალის თქმით, ელენე დოლიძე მომხდარზე ბევრი იცის და მთავარ დამნაშავეს ხელს აფარებდა.
ვფიქრობ, რომ ელენე დოლიძემ ყველაფერი იცოდა ამ ამბავთან დაკავშირებით და მერე შეყვარებული თურქეთშიც კი გადააცილა, იქ 3-4 დღე სასტუმროში დარჩნენ ად იმის შემდეგ წავიდა ბაჟუნაიშვილი ინგლისში, თურქეთის გავლით და ამაში, ყველაფერში გვერდით ახლა დოლიძე, - ამბობს ქალი.
შეგახსენებთ, რომ სასტიკი მკვლელობა ქობულეთში 18 მაისს მოხდა. 20 წლის ბიჭი სასიკვდილოდ მეგობარმა გაიმეტა, 19-ჯერ დანა დაარტყა და გვამი დამარხა. დანაშაულის დაფარვაში მას რამდენიმე ადამაიანი ეხმარებოდა, მათ შორის, მამა, სასულიერო პირი და ძმა.