"გამომძიებლებს უნდა ანახოს, რა სჭირს ხელებზე" - სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი მოზარდის ბებია ჩვენების მისაცემად ემზადება
პოლიციელის მხრიდან სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი მოზარდის ბებია ჩვენების მისაცემად ემზადება. გოგებაშილის ქუჩაზე მომხდარი შემზარავი ფაქტის ოქროს მოწმე კაციტაძის უწყებაში ზუსტად ერთ საათში მივა. ლაშა ჟღენტის თქმით, ბებიამ საკუთარი თვალით დაინახა, როგორ ძალადობდნენ მასზე პოლიცილები.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური დღეს დაკითხავს გოგებაშვილის ქუჩის მცხოვრებლებსაც, რომელბმაც საკუთარი თავლით დაინახეს დაკავების პროცესი.
სავარაუდოდ, დღესვე ამოიღებენ სათვალთვალო კამერის ჩანაწერებსაც.
ლაშა ჟღენტის დედა "პირველებთან" ამბობს, რომ გუშინდელი დღის შემდეგ მის ტელეფონზე მუქარის შემცველი ზარები აღარ განხორციელებულა.
აუცილებლად ამოვიღებთ კამერებს, უფრო ახლო კადრები იქნება და გამოჩნდება ყველაფერი იქ, როგორ ძალადობენ ჩემს შვილებზე, მათ მეგობარზე და ბებიაზე. ბებია გამოწერეს უკვე, თვითონ მოითხოვა, გამომძიებლებს უნდა ანახოს რა სჭირს ხელებზე და მოუყვეს იმ დღის სპეცოპერაციის ამბავი. როგორც ვიცი, დღეს თვითმხილველებიც დაიკითხებიან". - ამბობს დედა.
სავარაუდო ძალადობაში მხილებული პოლიციელები ამ დრომდე დაუსჯელები არიან.
ლაშა ჟღენტი ამტკიცებს, რომ სამართალდამცველებმა ჩხრეკა უმიზეზოდ დაუწყეს, რასაც ფიზიკური ანგარიშსწიორებაც მოყვა. ეს ყველაფერი შუაგულ თბილისში ხალხმრავალ ადგილას, კამერებით გარშემორტყმულ ტეროტირაზე მოხდა.