კლინიკები დახურვის საფრთხის წინაშე - სამედიცინო ასოციაცია ჯანდაცვის სამინისტროს წნეხში ამხელს

22.07.23 12:05
კლინიკები დახურვის საფრთხის წინაშე - სამედიცინო ასოციაცია ჯანდაცვის სამინისტროს წნეხში ამხელს

კლინიკები დახურვის საფრთხის წინაშე არიან. ექიმები ჯანდაცვის სამინისტროს უპირისპირდებიან. სამედიცინო ასოციაცია აზარაშვილის უწყებას წნეხში ამხელს. 

ამ წუთებში, საქართველოს სამედიცინო ასოციაციის ყრილობაზე მიმდინარე რეგულაციებზე და საფრთხეებზე მსჯელობენ, რომელიც ამ სფეროს ელის.  

საქმე ეხება ორ რეგულაციას, რომელიც უახლოეს კვირებში უნდა ამოქმედდეს. მათ შორის არის სანებართვო პირობების შესახებ კანონი, რომლის მიხედვითაც აზარაშილი კლინიკებს იმდენად მაღალ სტანდარტებს უწესებს, რომ ამ სტანდარტებზე მორგება პატარა კლინიკებისთვის ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება.

როგორც ირკვევა, ვინც ახალ რეგულაციებს არ დააკამყოფილებს, მინიმუმ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშება, მაქსიმუმ კი დაიხურება.

მცირე ზომის კლინიკებს შეექმნებათ პრობლემა მომგებიანობის თვალსაზრისით, შესაბაისად სახელმწიფო პოლიტიკაც არის მიმართული იქითკენ, რომ მოხდეს გამსხვილება, რაც თავის მხრივ არ არის ცუდი პროცესი, უბრალოდ, ამ პროცესში უნდა იყოს უფრო მეტი კომუნიკაცია სახელმწიფო უწყებებსა და სამედიცინო საზოგადოებას შორის. მთავარი მესიჯი ეს იქნება. ჩვენი სურვილია, რომ საკანონმდებლო დონეზე დადგინდეს, როგორ იქნება წარმოდგენილი სამედიცნო საზოგადოება სხვადასხვა საკონსულტაციო ორგანოებში". - ამბობს ექიმი. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები