გორის მერია ახალ სკანდალში ეხვევა - შშმ პირი ხინჩეგაშვილის უწყების თანამშრომლებს დისკრიმინაციაში ამხელს
გორის მერია ახალ სკანდალში ეხვევა. ახალგაზრდა ქალი ხინჩეგაშვილის უწყების თანამშრომლებს დამცირებასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ამხელს.
შშმ პირი ამტკიცებს, რომ დასაქმების ფორუმზე მისულს, მერიის კარი ჩაუკეტეს, შენობაში არ შეუშვეს, დაცვამ კი უყვირა და შეურაცხყოფა მიაყენა. ამ ფაქტის შემდეგ, ქალმა რეაგირებისთვის პოლიციასაც მიმართა, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუსჯიათ.
მივედი მერიის სამსახურში, რადგან იყო გასაუბრება დამსაქმებლებთან. დაცვის თანამშრომლებმა მე არ შემიშვეს, მითხრეს, რომ შენ არ ხარ დასაქმებაზე და ასეთი ბრძანება მივიღე ჩემი უფროსისგან. ჩემი, შშმ პირი მიმართ განახორციელა დისკრიმინაციული ქმედება, შემდეგ უკვე მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. დღეის მდგომარეობით, მერიისგან, დაცვის პოლიციელისგან, ხდება ხელის დაფარება და დაცვა, არანაირ რეაგირებას არ აპირებენ". - ამბობს ირმა ფიცხელაური.
შსს-მ მომხდარზე მოკვლევა დაიწყო.