სუს-ის მაღალჩინოსანი მეგობარ ქალს ინტიმურ ვიდეოს ჩუმად უღებდა და შემდეგ დააშანტაჟა (შაბათის ანონსი)
სუს-ის მაღალჩინოსანი მეგობარ ქალს ინტიმურ ვიდეო-მასალას ჩუმად უღებდა და შემდეგ დააშანტაჟა.
ამოღებულია ბრალდებულის მობილური ტელეფონი, სადაც ინახება დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-ჩანაწერილი.
დღეს, 8 საათზე, "ნოდარ მელაძის შაბათში", გამომძიებელი ჟურნალისტი ნატა ქაჯაია მოგიყვებათ სასოწარკვეთილი ქალის ამბავს, რომელიც, პირადი ცხოვრების კადრები ყველა ნათესავს რომ არ ენახა, ბინების გადაფორმებას დათანხმდა.
ინახავენ თუ არა სახლში მოპოვებულ კომპრომანტებს სუს-ის თანამშრომლები და ყიდიან თუ არა პირადი ცხოვრების მასალას შავ ბაზარზე.
შანტაჟი პირადი ცხოვრების კადრებით და მორალური ტერორის ახალი სერია ქვეყანაში - ნახეთ, დღეს საღამოს "ნოდარ მელაძის შაბათში".