"ქალი დაძრული მანქანით ათრიეს, გაუსწორდნენ" - სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი მოზარდის ბებია გამოკითხვაზეა

22.07.23 13:06
"ქალი დაძრული მანქანით ათრიეს, გაუსწორდნენ" - სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი მოზარდის ბებია გამოკითხვაზეა

სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი მოზარდის ბებია კაციტაძის უწყებაშია. 76 წლის ქალი, გამომძიებლებს დეტალუტრად უყვება, როგორ გადააჭარბეს უფლებამოსილებას პოლიციელებმა. საქმის ოქროს მოწმე მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ არის.

გულნაზი ჟღენტმა გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდრი ამბის შემდეგ გონება ორჯერ დაკარგა და კლინიკაში გადაიყვანეს. ქალს სხეულზე ამ დრომდე აღენიშნება ფიზიკური დაზიანების კვალი.

21 წლის ლაშა ჟღენტი აბობს, რომ ბებიამისზე განხორციელებულ ძალადობას არავის აპატიებს.

ძალაუფლებას იყენებ ისე, როგორც უნდათ. ამ შემთვევაში გადაჭარბებულად გამოიყენეს ტავიანთი ძალაუფლება არაერთმა პოლიციელმა მოხუც ქალზე, რომელიც დაძრული მანქანით რამდენიმე მეტრი ათრიეს. გაუსწორდნენ, იძალადეს. გული მიწუხს, ბებიჩემია და არ ვაპატიებ იმ ადამიანებს, ვინც ეს გააკეთა, მათ პასუხი უნდა აგონ". - ამბობს ლაშა ჟღენტი.

სავარაუდო ძალადობაში მხილებული პოლიციელები ამ დრომდე დაუსჯელები არიან.  

ლაშა ჟღენტი ამტკიცებს, რომ სამართალდამცველებმა ჩხრეკა უმიზეზოდ დაუწყეს, რასაც ფიზიკური ანგარიშსწიორებაც მოყვა. ეს ყველაფერი შუაგულ თბილისში ხალხმრავალ ადგილას, კამერებით გარშემორტყმულ ტეროტირაზე მოხდა.

მსგავსი სიახლეები