მეგობრის მიერ დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა - პოლიცია ეჭვიმტანილს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს
ვარკეთილში, მეგობრის მიერ დაჭრილი მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშიი უგონო მდგომარეობაში იმყოფება.
ექიმები ამ დრომდე ახალგაზრდა კაცის გადარჩენას ცდილობენ. ის ბოკერიას კლინიკაში იმყოფება სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.
რეანიმაციული განყოფილების ექიმი "პირველებთან" ამბობს, რომ პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ამ დრომდე სამართალდამცველები ვერ აგნებენ მძიმე დანაშაულში მხილებულ მამაკაცს. მეგობრის დაჭრაში ეჭვიმტანილი მიმალვაშია და მას გომელაურის უწყების თანამშრომლები მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.
შემთხვევა ვარკეთილის მეტროსთან ათობით სათვალთვალო კამერისა და მოწმის თანდასწრებით მოხდა. სისხლიანი ანგარიშსწორების კვალი ადგილს ამ დრომდე ეტყობა.
საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.