ბრძანება თუ არ შეიცვალა, პირველი სექტემბერიდან მუშაობას ვერ შევძლებთ - მცირე ზომის კლინიკებს დახურვა ემუქრებათ

22.07.23 13:45
ბრძანება თუ არ შეიცვალა, პირველი სექტემბერიდან მუშაობას ვერ შევძლებთ - მცირე ზომის კლინიკებს დახურვა ემუქრებათ

ჯანდაცვის მინისტრის განაჩენი სამედიცინო სექტორს - მცირე ზომის კლინიკებს დახურვა ემუქრებათ. აზარაშილის უწყება, საავადმყოოფებისგან ხუთ თვეში ითხოვს იმას, რასაც მსოფლიოს წამყვანმა კლინიკებმა მრავალი წლის განმავლობაში მიაღწიეს. სანებართვო პირობების შესახებ კანონი 1 სექტემბერს ამოქმედდება. ახალი წესები კი კლინიკებს უმაღლესი სტანდარტების დანერგვას მოსთხოვს. 

სწორედ ამ პრობლემებზე იმსჯელეს საქართველოს სამედიცინო ასოციაციის ყრილობაზე.

ექიმები და  კლინიკების წარმომადგენლები ამბობენ თუ არ შეიცვალა, პირველი სექტემბრიდან საქმიანობას ვეღარ გააგრძელებენ.

ან უნდა მოგვეცეს საშუალება ჩვენნაირ კლინიკებს, გეგმიური ქირურგიის კლინიკებს, ერთი ქოლგის ქვეშ რომ გავერთიანდეთ, სამინისტრომ დამრეგულირებლის ფუნქცია უნდა იკისროს ამ საქმეში, იმიტომ, რომ ძალიან რთულია გაერთიანება, ამისთვის 5 თვე ძალიან ცოტაა. სულ მცირე 3 წელია საჭირო ამისთვის. კულისებს მიღმა ყველა გვეუბნება, რომ ასე არავინ არ დაგტოვებთ თქვენ, მაგრამ რეალურად, 6-მა კლინიკამ მივწერეთ, შევხდით, გვიქნევენ თავს, მაგრამ პასუხი რეალური არ გვაქვს და ამიტომ, მოდით და ნუ შეგეშინდებათ, რომ პირველ სექტემბერს არ მოგვცენ მუშაობის გაგრძელების უფლება. ეს საკითხი დგება და საფრთხეც არსებობს. თუ არ შეიცვალა ის ბრძანება და რაღაც ცვლილება არ შევიდა, საფრთხე არის". - ამბობეს ექიმი.


 

მსგავსი სიახლეები