ორსაათიანი გამოკითხვა დასრულებულია - რა უთხრა გამოძიებას სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი ბიჭის ბებიამ

22.07.23 15:03
ორსაათიანი გამოკითხვა დასრულებულია - რა უთხრა გამოძიებას სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი ბიჭის ბებიამ

ორსაათიანი გამოკითხვა დასრულებულია. სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი ბიჭის ბებიამ კაციტაძის უწყებას ჩვენება მისცა. პენსიონერმა ქალმა, გამომძიებლებს დეტალურად უამბო, რა მოხდა სამი დღის წინ გოგებაშვილის ქუჩაზე. 76 წლის ქალს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება, რომელიც იმ დროს მიიღო, როცა შვილიშვილს პოლიციისგან იცავდა. 

არ არის გამორიცხული ამ ფაქტის გამო, ძალადობაში მხილებულ სამართალდამცველებს, რომლებიც ამ დრომდე ხელშეუხებლებად რჩებიან, ჟღენტების ოჯახი კიდევ უფრო მძიმე ბრალდებას მოედავონ. 

21 ბიჭი ამბობს, რომ გამოძიებას 76 ქალის ექსპერტიზაზე გადაყვანა არ მოუთხოვია.

"ბებიაჩემმა მოუყვა დაწვრილებით, რაც ახსოვდა. რაღაცები ბოლომდე არ ახსოვს, ჯერ კიდევ ცუდად არის, ექსპერტიზაზე გადაყვანას რაც შეეხება არ ვიცი, გამომძებელს არაფერი არ უთქვამს. ფიზიკური შეურაცხყოფის, ძალადობის კვალი ეტყობა ხელებზე, თითებზე, ფეხებზე. თუ ექსპერტიზაზე გადაიყვანენ, ექსპერტიზა ნახავს ყველაფერს და მტკიცებულებაც გვექნება, რომ ასე იძალადეს მასზე და ასეთ მდგომარეობაში ჩაგვაყენეს ჩვენ. და ამაზეც, რა თქმა უნდა, პასუხს აგებენ ისინი". - ამბობს ლაშა ჟღენტი.

დღეს საგამოძიებო უწყებაში ასევე დაიკითხნენ გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის თვითმხილველები.

სავარაუდო ძალადობაში მხილებული პოლიციელები ამ დრომდე დაუსჯელები არიან.  

ლაშა ჟღენტი ამტკიცებს, რომ სამართალდამცველებმა ჩხრეკა უმიზეზოდ დაუწყეს, რასაც ფიზიკური ანგარიშსწიორებაც მოყვა. ეს ყველაფერი შუაგულ თბილისში ხალხმრავალ ადგილას, კამერებით გარშემორტყმულ ტეროტირაზე მოხდა.

მსგავსი სიახლეები