კინორეჟისორებიი გაბრაზებულები არიან - ხელოვანები წულუკიანის კონსპირაციულ შეხვედრებს აპროტესტებენ

22.07.23 15:48
კინორეჟისორებიი გაბრაზებულები არიან - ხელოვანები წულუკიანის კონსპირაციულ შეხვედრებს აპროტესტებენ

კინორეჟისორებიი გაბრაზებულები არიან. ხელოვანები კულტურის მინისტრის კონსპირაციულ შეხვედრებს აპროტესტებენ. კინოცენტრიდან გამოგდებული კადრები ფიქრობენ, რომ თეა წულუკიანი კინოში სრულ ცენზურას ამყარებს.

ფავორიტ რეჟისორებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, წულუკიანის თანამოაზრეეებმა უკვე დაანონსეს, რომ კინოცენტრში რეორგანიზაცია გაგრძელდება. 

ვიხილეთ კიდევ ერთი, აბსოლუტურად დახურული და გაუმჭვირვალე შეხვედრა კინემატოგრაფისტებთან. ესენი არიან ადამიანები, რომელბცი არიან ნდობით აღჭურვილი პირები. რარაცნაირად გაუგებარია, რატომ არ გვხვდება ჩვენ, რომ მოისმინოს ჩვენი ხედვები. არ სურს რომ ეს პროცესი გახადოს გამჭვირვალე და ამაში ჩართოს ყველა კინემატოგრაფისტი და არ დაუპირისპიროს კინემატოგრაფისტები ერთმანეტს ". - ამბობს კინოხელოვანი.

"ქართული კინო საფრთხეშია" - მესტიაში პროტესტის ახალმა ტალღამ იფეთქა. სვანეთში, გამართულ საერთაშორისო კინო-ფესტივალზე  წულუკიანის რეპრესიების მსხვერპლმა კინემატოგრაფებმა საპროტესტო ბანერები გაშალეს. 

 

მსგავსი სიახლეები