სისხლიანი გარჩევა ვარკეთილში - დაკავებულია ერთი პირი

22.07.23 16:51
სისხლიანი გარჩევა ვარკეთილში - დაკავებულია ერთი პირი

სისხლიანი გარჩევა ვარკეთილში - შსს-მ მომხდარზე ერთი პირი დააკავა.

დღეს დილით ახლაგაზრდა კაცმა მეგობარს დანა ყელში გამოუსვა, შემდეგ კი გაიქცა. 

შემთხვევა ვარკეთილის მეტროსთან ათობით სათვალთვალო კამერისა და მოწმის თანდასწრებით მოხდა. 

სავარაუდო ბრალდებულს გომელაურის უწყების თანამშრომლები მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებდნენ.

დაჭრილი მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშიი უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

ექიმები ამ დრომდე ახალგაზრდა კაცის გადარჩენას ცდილობენ. ის ბოკერიას კლინიკაში იმყოფება სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები