მამული დავიცვათ ღმერთის ღალატის ხარჯზე? - მეუფე სპირიდონი რიონის მცველებს მკრეხელობაში ადანაშაულებს

28.05.21 12:50
მამული დავიცვათ ღმერთის ღალატის ხარჯზე? - მეუფე სპირიდონი რიონის მცველებს მკრეხელობაში ადანაშაულებს

მეუფე სპირიდონი რიონის ხეობის მცველებს ბრალს  მკრეხელობაში სდებს. სასულიერო პირის პროტესტი მაკა სულაძის იმ განცხადებამ გამოიწვია, სადაც მან თქვა, რომ ჯვრის ტარებით უხერხულობას არ შეუქმნიდა აქციაზე მყოფ სხვა სარწმუნოების ადამიანებს.  

მეუფე სპირიდონი რიონის მცველს საჯაროდ მონანიებისგან მოუწოდებს.

არ ვიცი ახლა, რითი მოხდა ეს, უმეცრებით, გაუნათლებლობით, თუ ურწმუნოებით, ძალიან მძიმე ცოდვა იქნა ჩადენილი, რომ აი, ჯვრის ძალა იქნა დაგმობილი. იყო ნათქვამი, რომ აი, რომ სხვებს არ ეწყინოთო, მე ამ სიმბოლოს, ჯვარსო, აღარ ვატარებო. რწმენა, მამული და ენა... ახლა თქვენ გინდათ ეს გახლიჩოთ. მამული დავიცვათ ღმერთის ღალატის ხარჯზე? შენ რომ მოგაქვს ეროვნულ მოღვაწედ თავი და ვითომ წმინდა საქმეს ემსახურები, ის საქმე წმინდაა, მაგრამ არაწმინდად ემსახურები, შვილო... როცა შენ არ გაარჩევ ეშმაკს ღვთისაგან. მოგიწოდებთ, რომ ეს ცოდვა, რომელიც საჯაროდ იქნა განცხადებული, ასეთი მკრეხელობა, შენანებული იქნას საჯაროდ თქვენს მიერ და ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენთანაგი!, - ამბობს მეუფე სპირიდონი. 
 

მსგავსი სიახლეები