ბათუმში, დენის დარტყმის შედეგად, კაცი გარდაიცვალა
ბათუმში, დენის დარტყმის შედეგად, კაცი გარდაიცვალა, - ინფორმაციას TV25 ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა შამილაძის ქუჩაზე მოხდა.
ირკვევა, რომ კაცი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. იგი ელექტროენერგიის დაზიანებული ხაზის შეკეთებას ცდილობდა.