სროლა საშვიანი ავტომობილიდან - "პირველები" თვითმხილველს ესაუბრა
ქორწილი 90-იანების სტილით - "პირველები" ესაუბრა ქალს, რომელიც გუშინ ლეონიძის ქუჩაზე უმისამართო სროლს შეესწრო. საქმე ლეონიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს ეხება, როცა მაყრიონი საშვიანი ავტომობილიდან ისროდა.
ქალი იხსენებს, რომ მაყრიონს უკან საპატრულო პოლიციაც მიჰყვებოდა, თუმცა სამართალდამცველებს ნულოვანი რეაგირება ჰქონდათ.
გუშინ, საღამოს საათებში, ლეონიძის მოგვესმა სიგნალების ხმა, რამაც მიიქცია ჩვენი ყურადღება და ჩავთალეთ, რომ იყო ქორწილი, თუმცა ცოტა ხანში დავინახეთ მანქანა, რომელიც მოძრაობდა ძალიან უხეშად, საგზაო წესების დარღვევით, უცბად გაჩერდა შუაში ეს მანქანა, გზის სავალი ნაწილი გადაკეტა და პირდაპირ დავინახე, როგორ დაიხარა წინ მჯდომი ორი მამაკაცი, ამოიღო ორი სასრლი იარაღი და ორივე მხრიდან მოხდა გასროლა. დაახლოებით იყო სამ-სამი გასროლა ანუ დაახლოებით 6 გასროლა. რეალურად, ყურადღება მიიქცია ამ მანქანამ იმიტომ, რომ ამ მანქანას ჰქონდა საშვი და რადგან ასე უხეშად მოძრაობდა, ჩავთვალეთ, რომ რაღაცას წარმოადგენდა. ამ სროლის შემდეგ, დავინახე უკან ომავალი პოლიციის მანქანა, რომელსაც არანაირი რეაგირება არ ჰქონია. არანაირ გამოკითხვაზე არ დავუბარებივართ ჩვენ, - ამბობს თვითმხილველი.
დედაქალაქის ცენტრში უმისამართო სროლას 10-ზე მეტი თვითმხილველი ჰყავს. დაიწყო თუ არა მომხდარზე გამოძიება ჯერ-ჯერობით უცნობია.