"არ შევეგუებით, ვერ ვუღალატებთ შვილებს" - აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედები
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშბების დედები ჯანდაცვის სამინისტროს შეუსრულებელ დაპირებაში ადანაშუალებენ და ამბობენ, რომ თავს დამცირებულად და მოტყუებულად გრძნობენ.
მშობლები ამბობენ, რომ სახელმწიფოს პრეპერატაის შემოსატანად გონივრული ვადა ჰქონდა, თუმცა პირობა არ შეასრულა. პირობის დორულა შეუსრულებლობის შემთხვევაში დედები ისევ პროტესტს აანონსებენ.
ხომ შეგვპირდნენ, რომ 21-22-ში საბჭო იქნებოდა, როდის დაინიშნებოდა საბჭოს, უკვე იქიდან მივიღეთ პასუხი, რომ აგვისტოს პირველ კვირაში. ანუ გაურკვეელია ჩვენი ბედი, ამ ბავშვების მომავალი. ჩვენ ძალიან ვშიშბთ, რომ არ მოხდეს ისევ დროში გაწელვა, რადგან გვაქვს ამის უამარავი მაგალითი. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ხვალ 11 საათზე გავმართოთ ბრიფინგი. იანვარში რაც გვქონდა, ანუ წლის დასაწყისში ინფორმაცია ბიომარინთან რა მოლაპარაკებებში იყო სახელმწიფო, ახლაც იგივე ინფორმაცია გვაქვს, არცერთ შემთხვევაში არ შევეგუებით. მათ ჰქონდათ ძალიან ბევრი გონივრული ვადა იმისთვის, რომ მედიკამენტი სექტემბერში შემოსულიყო საქართველოში, ამიტომ გაჩერება არის წარმოუდგენელი. ახლა ჩვენ რომ გაჩერდეთ, ჩვენ ვუღალატებთ ჩვენს შვილებს, - ამბობს ქეთი ბეგიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 20 ივლისს ამოიწურაა ბოლო ვადა, როცა მშობლებისთვის სამინისტროს ახალი დოკუმენტი უნდა გადაეცა. საუბარია პროტოკოლზე, სადაც დეტალურად უნდა ყოფილიყო გაწერილი, როგორ აპირებდა სამინისტრო ქვეყანაში მოზარდებისთვის სასიცოცლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატის შემოტანას 1 სექტემბრამდე.
ამის მიუხედავად, მედიკამენტის შემოტანასთან დაკავშირებით დედებს პასუხი ამ დრომდე არ აქვთ. სასოწარკვეთილი მშობლები ამბობენ, რომ სამინისტოს არც საბჭო ჩუანიშნავს და არც დამატებითი შეხევდრები გამართულა.