შოპინგი, სეირნობა და გართობა - გორელი საჯარო მოხელეები სკანდალში ეხვევიან

23.07.23 11:34
შოპინგი, სეირნობა და გართობა - გორელი საჯარო მოხელეები სკანდალში ეხვევიან

შოპინგი, სეირნობა და გართობა სამსახურის ავტომობილით - გორელი საჯარო მოხელეეები დიდ სკანდალში ეხვევიან. ხინჩეგაშვილის უწყებას  პროკურატურაში უჩივიან. საჩივრის ავტორი საინფორმაციო სააგენტო "მოზაიკაა".

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მათ ხელშია მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ გორელი საჯარო მოხელეეები უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ: დადიან სამსახურის მანქანით მაშინ, როცა ეს წესით აკრძალულია.

ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ  ამ საქმით პროკურატურასთან ერთად სუსის ანტიკორუფციული სამსახურიც უნდა დაინტერესდეს. "მოზაიკამ" საქართველოს პროკურატურაში საჩივარი უკვე გააგზავნა, ასლი კი ანტირკორუფციულ სააგენტოში მიიტანეს. 

მხოლოდ ერთ წელში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახარჯულია 1 მლნ ლარი. ამ თანხით გორის მერიამ შეიძინა ახალი ავტომობილები, საწვავი, დაზღევა და ტექნიკური მომსახურება. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ავტომოუბილებს ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნები მოიხმარენ პირადი მიზნებისთვის. ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში იკვეთება სისხლის სამართლის რამდენიმე დანაშაული: ერთი არიის უფლებაოსილების ბოროტად გამოყენება, მეორეა სახელმწიფო საკუთრების მითვისბე ა და გაფლანგვა, - ამბობს ორგანიზაციაში. 

მსგავსი სიახლეები