საქართველოში რუსი ტურისტები ფულის გარეშე რჩებიან - დასანქცირებულია "იუნისტრიმი"

23.07.23 11:50
საქართველოში რუსი ტურისტები ფულის გარეშე რჩებიან - დასანქცირებულია "იუნისტრიმი"

საქართველოში ჩამოსული რუსი ტურისტები ფულის გარეშე რჩებიან. ამერიკული  სანქციები რუსებს ფულადი გზავნილების  ლეგალურ გზებს უჭრის. დასანქიცებულია "იუნისტრიმი", სისტემა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

აქამდე რუსებს მოსკოვიდან თბილისში ფულის გასანაღდებლად სამი საშუალება ჰქონდათ, ამიერიდაან კი მხოლოდ ორი რჩებათ.  ქართული ბანკების ერთმა ნაწილმა გადარიცხვები უკვე შეაჩერა.

ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ სანქცირეულია ეს ორგანიზაცია, თუმცა ჯერ კონკრეტული განმარტებ, მიზეზბი ცნობილი არ არის. როგორც კი შევიტყვეთ ეს ბრძანება, უკვე მეორე დღეს ეს უკვე გადაეცა სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს, მაგრამ შევწყვიტეთ ეს 3 დღის წინ. ძალიან ხშირად მოდიან მომხმარებლები, ცდილობენ ამ გზავნილის აღებას, გვეკითხებიან, სად წავიდნენ და ა.შ. თუ გზავნილი გადმორიცხულია იუნისტრიმის სისტემის მეშვეობით, მინდა გავუსვა ხაზი, რომ ამ გზავნილის აღება დღეს საქართელოშ შეუძლებელია, იმიტომ, რომ ყველა ფინანსურმა ინსტიტუტმა გააჩერა . პირველ რიგში, მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს თავის გამომგზავნს და ამ გამომგზავნმა მიაკითხოს იმ ფინანსურ ინსტიტუტს, რომელმაც ეს თანხა გამოაგზავნა. ამ  მომენტისთის ორი სისტემაა დარჩენილი, ეს არის „კორონა“ და ეს არის „კონტაქტი“. ეს არის ორი ლეგალური გზა, - ამბობს „რიკო კრედიტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილი. 

დასავლეთის მხრიდან მსგავსი სანქცია ოპოზიციას არ უკვირს. "ლელოს" წევრი საბა ბუაძე პირდაპირ ამბობს, რომ ოკუპანტ ქვეყანასტან ყველანაირი ტიპის ურთიერთობა საფრთხის შემცველია და ეს ხელისუფლება კარგად უნდა გააცნობიეროს. 

დასავლური სამყაროსთვის დღეს რუსეთი გადაქცეულია დიდ შავ ხვრელად, რომელთანაც ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა და სხვა ტიპის ურთიერთობების მაქსიმალური შეზღუდვა ხდება მთელი რიგი ქვეყნების მხრიდან. პირველ რიგში, ხელისუფლებას, მაგრამ ყველა სხვა დანარჩენსაც კარგად უნდა ესმოდეს, რომ რუსეთთან ფინანსური, ეკონომიკური და სხვა და სხვა  ტიპის ურთიერობები არის საფრთხის შემცველი და პონეტნციურად ძალიან დიი ზიანის მომტანი, მაგრამ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ იღებს დავალებებს კრემლიდან და ემსახურება პუტინის რუსეთის ინტერესებს. შესაბამისად, მათ არ აინტერესებთ ქართველი ხალხის ინტერესები, - ამბობს საბა ბუაძე.  

მსგავსი სიახლეები