სანქცირებული "იუნისტრიმი" შავ ხვრელს ეძებს - ეკონომისტები "ოცნებას" აფრთხილებენ

23.07.23 13:37
სანქცირებული "იუნისტრიმი" შავ ხვრელს ეძებს - ეკონომისტები "ოცნებას" აფრთხილებენ

აშშ-ს მიერ სანქცირებული "იუნისტრიმი" ალტერნატიულ ხერხებზე მუშაობს, რათა ოკუპანქტი ქვეყნის მოქალაქეებმა ფულის მიღება შეუფერხებლად შეძლონ. ინფორმაციას ამის შესახებ თავად რუსული ბანკი ავრცელებს. 

"უნისტრიმის" ამგვარი გადაწყვეტილება ქართველ ეკონომისტებს არ უკვირთ. სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ რუსული ბანკი შავი ხვრელის მოძებნას შეეცდებოდა, თუმცა ახლა მნიშვნელოვანია, რას იზამს საქართველოს ხელისუფლება. 

ეკონომისტი ოთარ აბესაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ დაეხმაროს. 

დღეს უკვე არსებული სანქციების ქვეშ „იუნისტრიმი“ აუცილებლად გამონახავს ახალ შავ ხვრელებს და სწორედ აქ არის დიდი რისკი, რომ საქართველო არ გახდეს მორიგი ფინანსური შავი ხვრელის ნაწილი და რუსეთის სანქციების გვერდის ავლაში დახმარების ინსტრუმენტი. ასევე, საქართველოში ხორციელდება ფინანსური ტრანსფერები "ზალატაია კორონას“ მეშვეობით, რაც თავისთავად პრობლემაა, შესაბამისად, ამ მოცემულობით კიდევ ერთხელ დადგება ის საკითხი, რომ საქართველო კვლავ დაეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში და ეს კვლავ გამოიწვევს საქართველოს მიმართ ნეგატიურ ნოტას დასავლურ ცივილურ სამყაროში, - ამბობს ოთარ აბესაძე. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები