როდის შემოვა ქვეყანაში აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატი - სპეციალისტები განმარტებებს ითხოვენ

23.07.23 15:44
როდის შემოვა ქვეყანაში აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატი - სპეციალისტები განმარტებებს ითხოვენ

რა მიზეზით ვერ შემოდის საქართველოში აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატი? - ენმ-ს წევრი სოფო ჯაფარიძე ეჭვობს, რომ მთავრობა დროს განზრახ ჭიმავს. ოპოზიციის წევრისთვის გაუგებარია, რატომ არ არსებობს ამ დრომდე დედლაინი და რატომ არ იციან მშობლებმა, როდის შემოვა ქვეყანაში მათი შვილებისთვის აუცილებელი წამალი. 

რატომ უმალავენ ვადებს? რატომ არ არის დედლაინი, რატომ არ არსებობს და რატომ არ იცის მშობელმა, როდის შემოდის. თუ სექტემბერში უნდა შემოვიდეს და სექტემბრამდე თვენახევარი დარჩა, მასინ რატომ არ ამბობენ, რატომ არ ასაჯროებენ დროს? აქედან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ ესეც დროის გაწელვის ერთ-ერთი პროცესია, რაც არის დაუშვებელი. ნება იბოძონ და დაუყოვნებლივ ბავშვებს მიაწოდონ პრეპარატი, რომელიც მათ მართლაც სჭირდებათ,  - ამბობს სოფო ჯაფარიძე. 

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედები ჯანდაცვის სამინისტროს დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშუალებენ და ამბობენ, რომ თავს დამცირებულად და მოტყუებულად გრძნობენ.

მშობლები ამბობენ, რომ სახელმწიფოს პრეპერატის შემოსატანად გონივრული ვადა ჰქონდა, თუმცა პირობა არ შეასრულა. პირობის დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში დედები ისევ პროტესტს აანონსებენ. 

 

მსგავსი სიახლეები