ყველაზე ცხელ სეზონზე ქვეყანაში სახანძრო მანქანების დეფიციტია
ყველაზე ცხელ სეზონზე ქვეყანაში სახანძრო მანქანების დეფიციტია. ჩაშლილი ცხრა მილიონიანი ტენდერის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, გამარტივებული ხელშეკრულებით მანქანები "ჯითი მოტორსიდან" მიიღოს. ამის მიუხედავად, პროცესი ისე გახანგრძლივდა, რომ ახალი სამაშველო ავტომობილები ქვეყანას არც ამ ზაფხულს ექნება. წელსაც, ისევე როგორც წინა პერიოდში, ცეცხლის ჩაქრობას სახანძრო სამსახური საბჭოთა დროინდელი მანქანებით შეეცდება.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ხელისუფლებას ტენდერი გააჭიანურა, რამაც ქვეყანა აღნიშნული პრობლემის წინაშე დატოვა.
სახელმწიფო სტრუქტურამ, ეს არის საგანგებო სიატუაციების სამსახური, ერთი წლის განმავლობაში ვერ შეძლო 10 ავტომობილის შესყიდვა და რაც 2022 წელს დაემართა, ზუსტად იგივე რისკის ქვეშ დგას ქვეყანა 2023 წელს. მასინ, როცა შესაძლებელი იყო აღნიშნული შესყიდვა განეხორციელებინათ 2022 წელს და 2023 წელს შეხვედროდნენ უკვე მომზადებულები, 2 კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცეს და შემდეგ დისკვალიფციირეულ კომპანიას კვლავ 3 თვის შემდეგ გაუფორმეს ერთ პირთან მოლაპარაკებით ხელშკრულება, ეს არის „ჯითი მოტორსი“, - ამბობს კორუფციის მკვლევარი და „ევროპული საქართელოს“ წევრი ბესიკ დონაძე.