ბინები ისევ ძვირდება - ექსპერტები მიზეზებს განმარტავენ
ბინები ისევ გაძვირდება - წინასწარი პროგნოზით, უძრავი ქონების ფასი 15%-მდე მოიმატებს. მიზეზი საცხოვრებლებზე გაზრდილი მოთხოვნაა როგორც დედაქალაქში, ისე ბათუმში. მყიდველები ძირითადად რუსეთის მოქალაქეები არიან.
სამშენებლო კომპანიებში განმარტავენ, რომ ფასის ცვლილება მიწის ღირებულებამაც განაპირობა. თბილისსა და მის შემოგარენში მიწის ყიდვა საგრძნობლადაა გაძვირებული, მოიმატა სამშენბლო მასალების ფასმაც.
უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა ნარჩუნდება, ფასების ზრდაც ნარჩუნდება. პრაქტიკულად, დღეს შეუძლებელია ვისაუბროთ ფასების დაკლებასთან დაკავშირებით. როგორ მუშა ხელი, ასევე გაძვირდა მიწაც, რომელზეც უკვე შენდება ახალი პროექტები, მოგეხსენებათ, გაძირებულია ბეტონი, რკინა. მოთხოვნა არაადეკვატურად მაღალია, შესაბამისად, ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს იმას, არა ისე როგორც გაძვირდა ბოლო ორი წლის განმავლობაშ 50%-ით, არამედ ყოველთვიურად, ჩვენ შეგვიძილა გადავხედოთ სტატისტიკებს, უძრავი ქონება ნამდვილად ძვირდება, - ამბობს კომპანია “Baias homes“-ის დამფუძნებელი ბაია ტუგულაშვილი.