მეუფე იაკობი მოქმედი ხელისუფლების ნარატივს ახმოვანებს - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

23.07.23 17:35
მეუფე იაკობი მოქმედი ხელისუფლების ნარატივს  ახმოვანებს - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთის ეპარქიის მანჩესტერუს ქართული სამრევლოს წინამძღვარი დეკანოზი ილია ჭიღლაძე მეუფე იაკობის საკვირაო ქადაგებას ხელისუფლების მესიჯის გაჟღერებად აფასებს. სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ მეუფე იაკობმა ქადაგება პოლიტიკურ ტრიბუნად აქცია და ამის გამო განკვეთასაც კი იმსახურებს. 

ის ახმოვანებს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების, რუსული ხელისუფლების ნარატივს. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგსი, კანონიკური დარღვევაა და მარტო ამის გამო განკვეთას იმსახურებს იმიტომ, რომ მან ამბიონი აქცია და წირვა-ლოცვა , ქადაგება აქცია პოლიტიკურ ტრიბუნად. ეს რატომ გამოიკვეთა ბოლო 1 წლის მანძილზე მისი ანტიდასავლური რიტორიკა? იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამაც“ ანუ ხელისუფლებამაც შეცვალა ტრაექტორია. 3-4 წლის წინ, ჩვენ ვიცით, რომ იაკობი მოგზაურობდა ხოლმე ამერიკაში, იქ ვოიაჟები ჰქონდა, კონგრესთან პოზიორობდა და ქართულ-ამერიკულ ორიენტაციას „აწვებოდა“, მაგრამ ესეც იყო სახელისუფლებო დავალება ჩვეულებრივი. ეს ყველაფერი დიდ წილად შეიცვალა უკრაინის ომის დაწყების მერე. ილოცონ, მოინანიონ თავის ცოდვები, მაგრამ დაანებონ თავი ეპისკოსპოსობას, სინოდის წევრობას, საზოგადოებაზე თავიანთი ბოროტი და მავნე ზემოქმედების გავრცელებას, - ამბობს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

მეუფე იაკობი ევროპის სახელმწიფოებს საქართველოში რევოლუციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ სასულიერო პირმა ქადაგებისას ისაუბრა.

მეუფე იაკობი ევროკომისიის მიერ საქართელოსთვის 12 რეკომენდაციის მიცემითაც უკმაყოფილოა და ამბობს, რომ ევროკავშირმა საქართველოს ვადები არ უნდა დაუწესოს. 

 

მსგავსი სიახლეები