მეუფე იაკობი ანტიევროპული ქადაგებით ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს - თეოლოგი

23.07.23 17:43
მეუფე იაკობი ანტიევროპული ქადაგებით ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს - თეოლოგი

თეოლოგი ლევან ტატუნაშვილი ფიქრობს, რომ მეუფე იაკობი ანტიევროპული ქადაგებით ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს. მისი თქმით, სასულიერო პირი ცდილობს თავის სამრევლო ბოროტ ზრაპრებში დაარწმუნოს, რისი უფლებაც არ აქვს. 

სახელმწიფო თვალს ხუჭავს ეკლესიის უმძიმეს დანაშაულებებზე და აქედან გამომდინარე, ეკლესია გარკვეულ ვალშია სახელმწიფოსტან და დღეს ხდება ვალის გადახდა. მაგალითად, ქორეპისკოპოსი იაკობის განცხადება სხვა არაფერია თუ არა საპასუხო მოქმედება და სახელისუფლებო დაკვეთის შესრულება. ის არის დემაგოგი და მაქსიმალურად ცდილობს, რომ თავის სივრცეში, თავის სამრევლოში ჩათესოს ის ანტოევროპული აზროვნება, იდეოლოგია, ხალხი დაარწმუნოს იმ ბოროტ ზღაპრებში, რომელიც, რეალურად, არ არსებობს. მას რა უფლება აქვს ამბიონიდან ისაუბროს ევროკავშირის  12 პუნქტზე. რის საფუძველზე საუბრობს, ვინ მისცა ამის უფლება ან საეკლესიო ან საერო?, - ამბობს თეოლოგი ლევან ტატუნაშვილი.

მეუფე იაკობი ევროპის სახელმწიფოებს საქართველოში რევოლუციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ სასულიერო პირმა ქადაგებისას ისაუბრა.

მეუფე იაკობი ევროკომისიის მიერ საქართელოსთვის 12 რეკომენდაციის მიცემითაც უკმაყოფილოა და ამბობს, რომ ევროკავშირმა საქართველოს ვადები არ უნდა დაუწესოს. 

 

მსგავსი სიახლეები