როდის შემოიტანენ "ვოსორიტიდს" -მოატყუა თუ არა ჯანდაცვის უწყებამ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები?

23.07.23 20:05
როდის შემოიტანენ "ვოსორიტიდს" -მოატყუა თუ არა ჯანდაცვის უწყებამ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები?

 

 

ჯანდაცვის მინისტრს მოსაფიქრებლად 15 საათზე ნაკლები დრო რჩება - ზურაბ აზარაშვილმა ბოლოს და ბოლოს, უნდა თქვას, როდის შემოიტანს ქვეყანაში აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვებისთვის ძვირადღირებულ მედიკამენტს.

მშობლები მთავრობას გულგრილობასა და არაფექტურ მუშაობაში ამხელენ. იშვიათი დაავადების სამკურნალო პროტოკოლი მზად 20 ივლისს უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის ჯერ დამტკიცებულიც არაა. პაციენტების ოჯახები ეჭვობენ, რომ პროცესი  ხელოვნურად ჭიანურდება, რადგან "ოცნების" მთავრობა წამლის შემოტანას ვერ ახერხებს.

ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს მოკლე და ზოგადი განცხადება გაავრცელა. თქვეს, რომ კომპანია ბიომარინთან მოლაპარაკება კრიტიკული მნიშვნელობის წამალზე კონფიდენციალურია. ამ სიტყვებმა გააღრმავა ეჭვი, რომ ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის მიცემული პირობა ჩავარდნის პირასაა.

ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები