ქორწილი 90-იანების სტილში - ვინ ისროდა ქალაქის ცენტრში იარაღიდან?

23.07.23 20:21
ქორწილი 90-იანების სტილში - ვინ ისროდა ქალაქის ცენტრში იარაღიდან?

 

 

თბილისში ქორწილი 90-იანების სტილში გადაიხადეს. საქორწილო მაყარი დედაქალაქის ქუჩებში მანქანებიდან ისროდა.  მხოლოდ ერთ ქუჩაზე, ლეონიძეზე მინიმუმ 6 გასროლის ხმა გაიგეს.  ხალხი პანიკაში ჩავვარდა.  ბრმა ტყვიის შიშით გარბოდნენ და დახმარებას ითხოვდნენ.

ვისი ქორწილი იყო და ვინ ისროლა? - არსებობს ეჭვი, რომ გუშინ ძალოვანი უწყების თანამშრომლის ან ქორწილი იყო ან ღონისძიების სტუმარი იყო. ირკვევა, რომ ერთ-ერთ მანქანას ჰქონდა საშვიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საქმეზე ძიება დღეს დაიწყო, თუმცა ადმინისტრაციული წესით.  უწყება გვარწმუნებს, რომ ქორწილის ექსკორტის მგზავრებს პნევმატური იარაღები ჰქონდათ.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.