21 წლის ლაშა ჟღენტის საქმე - ძალადობაში მხილებული პოლიციელები თანამდებობზე რჩებიან

24.07.23 11:26
21 წლის ლაშა ჟღენტის საქმე - ძალადობაში მხილებული პოლიციელები თანამდებობზე რჩებიან

ძალადობაში მხილებული პოლიციელები შინაგან საქმეთა სამინისტროში რჩებიან. მინისტრი გომელაური სისტემიდან არ უშვებს სამართალდამცველებს, რომლებმაც 21 წლის ახალგაზრდა სცემეს.

ფიზიკური შეურაცხყოფის გარდა, ლაშა ჟღენტი დაამცირეს. არაადამიანურ მოპყრობაში ახალგაზრდამ ორი პოლიციელი ამხილა. ნაცემ მამაკაცს ამ დრომდე არ აქვს დაზარალებულის სტატუსი.

დაზარალებული ბიჭის დედის თქმით, ძალადობაში მხილებული პოლიციელებისთვის არაფერი შეცვლილა, სწორედ ამიტომ ბიჭის დედა პოლიციელების დასჯას მოითხოვს და მათ გათავისუფლებას დაკავებული თანამდებობებიდან.

"ეს პოლიციელები ისევ თანამდებობაზე არიან, არაფერი არ შეცვლილა მათთვის, რაც შეეხება დაზარალებულის სტატუსს არა, არავის ჯერ არ მოუნიჭებია. ვიდეოკამერიდან მოვითხოვე მაინტერესებს ვნახოთქო და მიხრეს, რომ განახებთ, მაგრამ ჯერჯერობით არ გვაქვსო. ე.ი. გრძნობენ, რომ სრულიად თავისუფლებია არიან?! რასაც უნდა იმას გააკეთებენ?! დღეს ერთს სცემენ ხვალ მეორეს და პასუხს არავინ არ მოსთხოვს. მე მინდა, რომ ეს ადამიანები დაისაჯონ და პასუხი აგონ და არა ის, რომ დღეს სამსახურიდან მინი შვებულებასავით ჰქონდეთ და ხვალ სხვა უბანში სხვა ქალაქში გადაიყვანონ" - ამბობს ლაშა ჟღენტის დედა, სოფო გამცემლიძე.

მსგავსი სიახლეები