ბრძოლა კიონოცენტრის გადასარჩენად - დღეს 13:00 საათზე სააგენტოსთან აქცია დაანონსდა

24.07.23 11:38
ბრძოლა კიონოცენტრის გადასარჩენად - დღეს 13:00 საათზე სააგენტოსთან აქცია დაანონსდა

ბრძოლა კინოცენტრის თავისუფლებისთვის გრძელდება - სააგენტოსთან დღეს 13:00 საათზე აქცია დაიგეგმა. მოქალაქეებს მიაჩნიათ, რომ კულტურის მინისტრი კინოინდუსტრიაში ცენზურის შემოტანას ცდილობს.

კინოცენტრიდან გათავისუფლებულები და ქართული კინოს გულშემატკივრები თეა წულუკიანს კიდევ ერთხელ მოსთხოვენ დაასრულოს რეპრესიები, შეაჩეროს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში რეორგანიზაციის პროცესი და შეცვალოს დირექტორის არჩევის წესი.

კინოცენტრის ყოფილი თანამშრომლების თქმით, თეა წულუკიანი დიდ საფრთხეს წარმოადგენს კულტურის სფეროში. გარდა ამისა, აქციის მონაწილეებს ახლად დანიშნული თანამშრომლების არაკომპეტენტურობაზე საუბრობენ.

"ჩვენი თანამშრომელი გაუშვეს, დანიშნეს ახალი ადამიანები, არ ვიცით ვინ დანიშნეს, მაგრამ ისინი ვინც ვიცით უკვე აშკარად არიან არაკომპეტენტურები დაკავებული პოზიციების მხრივ. ჩვენი მოთხოვნა რჩება ისევ, რომ შევიმუშაოთ დირექტორის არჩევის წესიო და კინოცენტრის დირექტორი იყოს არჩევითი ამას აუცილებლად მივაღწევთ და შემდგომ ამისა, რა თქმა უნდა თეა წულუკიანი არის ძალიან დიდი საფრთხე, როგორც ცალკეულად კინოსთვის, ისე კულტურის ყველა მიმართულებისთვის", - ამბობს კინოცენტრის ყოფილი თანამშრომელი, გიორგი თავართქილაძე.

მსგავსი სიახლეები