ვაკის პარკის საქმე - დღეს ტრასოლოგს და წამყვან გამომძიებელს გამოკითხავენ

24.07.23 11:54
ვაკის პარკის საქმე - დღეს ტრასოლოგს და წამყვან გამომძიებელს გამოკითხავენ

ვაკის პარკის საქმე - თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი სასამართლოში მიიყვანეს. გიგა გიგაშვილის საქმე ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი. 

პროცესზე მხარეები ექსპერტ - ტრასოლოგს გამოკითხავენ.  ეს ის ადამიანია, ვინც შადრევანში გაყვანილ კაბელებზე დაზიანებები აღმოაჩინა. სხდომას დაესწრება მეორე ბრალდებული - მშენებლობა-დიზაინის სპეციალისტი ვახტანგ ლონდარიძეც.

მარიტა მეფარიშვილის სიკვდილის საქმეზე დღეს კიდევ ერთ მოწმეს გამოკითხავენ , ეს საქმის წამყვანი გამომძიებელია.

მიმდინარეობის ბრალდების მტკიცებულებათა გამოკვლევა. დღეს დაიკითხება საქმის ძირითადი წამყვანი გამომძიებელი და ექსპერტი ტრასოლოგი, რომელმაც დააფიქსირა დაზიანება. უფრო მეტად შეკითხვები მექნება ძირითად გამომძიებელთან., ბრალდებაში დაფიქსირებულია, რომ თითქოს სავალდებულო ექსპერტიზები არ დანიშნა იაშვილმა, არ უზრუნველყო მათი წარმოდგენა უფრო სწორად, დანიშვნაზე არ არის საუბარი. უნდა ვკიტხოთ გამომძიებელს რას გულისხმობენ ამ სავალდებულო ექსპერტიზებში, ვინაიდან საქმეში ყველა შესაბამისი ექსპერტიზა, რომელიც უნდა ყოფილიყო ხელშეკრულებიდან გამომდინარე იქნა წარმოდგენილი", - ამბობს ადვოკატი, კახა წერეთელი.

"პირველები" კიდევ ერთ ადვოკატს, არჩილ ჩოფიკაშვილსაც ესაუბრა. უფლებადამცველის თქმით, ძირითადი კითხვები ტრასოლოგთან ექნებათ. 

ტრასოლოგთან გვექნება კითხვები, თუ რატომ არ მოგროვდა ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა და შეუძლებელია  საქმეზე სწორი გადაწყვეტილებების მიღება, რატომ არ გაიზომა მანძილი ფსკერსა და ცხაურს შორის, სადაც გამოყოფილიყო იყო ელექტროკაბელი და რატომ არ მოხდა იმის ანალიზი, აღემატებოდა თუ არა ან ნაკლები იყო თუ არა ეს მანძილი ელექტროგამტარი კაბელის ფსკერიდან დაშორებას შორის. შეუძლებელია, რომ დოკუმენტები, რომელიც დოკუმენტებითაც გამოყენებასაც ედავებიან ბრალდებულს ამ დოკუმენტების ჯერ ერთი, რომ სიყალბე არ დასტურდება საქმის მასალებით მერე მეორე, რომ მის შესახებ რამე ინფორმაცია ჰქონოდა გრინსერვისის რომელიმე თანამშრომელს" - ამბობს ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი.

მსგავსი სიახლეები