ზურა ჯაფარიძეზე თავდამსხმელი 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერზე, ზურა ჯაფარიძეზე თავდამსხმელი, სოსო მაისურაძე სასამართლომ 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ჯაფარიძეს თავს ივნისს გორში მაშინ დაესხნენ, როცა ოპოზიციონერი, პარტიის წევრებთან ერთად ბორჯომში, "გირჩი-მეტი თავისუფლების" მიერ ორგანიზებულ სემინარზე მიდიოდა.
მაისურაძემ 17 ივნისს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჯაფარიძეს თავს პატრიარქისა და ეკლესიის "შეურაცხყოფისთვის" გაუწორდა.