ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე - დაზიანებულია 10 მანქანა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე 10 მანქანა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს თავდაპირველად 2 მანქანა, შემდეგ კი უკან მოძრავი კიდევ 8 მანქანა შეეჯახა. გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა კოდექსით უკვე დაიწყო.