წულუკიანი არ ჩერდება - კინორეჟისორებს სვანეთის კინოფესტივალში მონაწილეობა არ მიაღებინეს
თეა წულუკიანი არ ჩერდება. კულტურის მინისტრმა რეჟისორები დასაჯა და სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალში მონაწილეობა არ მიაღებინა.
დაბლოკილია ყველა ის რეჟისორი, ვინც კინოცენტრში მიმდინარე პროტესტში იღებს მონაწილეობას და ქართულ კინოში ცენზურის წინააღმდეგია.
მოქალაქეები ახლა აქციას კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან მართავენ. წულუკიანის რეპრესიების ერთ-ერთმა მსხვერპლმა, კინოცენტრიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა კაბინეტი უკვე დაცალა.
კინოცენტრის ყოფილი თანამშრომლების თქმით, მათ არ ეშინიათ სვანეთის ფესტივალში მონაწილეობის, თუნდაც მას თეა წულუკიანი აფინანსებდეს.
"ეს ბრძოლა უფრო და უფრო მეტად ააშკარავებს სიმახინჯეებს, რომელიც არის საზოგადოებაში დაბუდებული. სვანეთის ფესტივალს რაც შეეხება, ეს იყო ჩვენი მეგობრების, ჩვენი კოლეგების გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ფილმებს იმისთვის ვიღებთ, რომ ეკრანზე განვათავსოთ და ხალხმა ნახოს ეს და ამიტომ ჩვენ არ გვეშინია სვანეთის ფესტივალზე გატანით, რაც არ უნდა წულუკიანი აფინანსებდეს იმას" - ამბობს კინოცენტრის ყოფილი თანამშრომელი.