გაზრდილ სიღარიბეზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას უნდა დაეკისროს - გიორგი კეპულაძე

28.05.21 13:20
გაზრდილ სიღარიბეზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას უნდა დაეკისროს - გიორგი კეპულაძე

საქსტატის მონაცემებს სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფ ადამიანების რიცხვთან  დაკავშირებით საგანგაშოს უწოდებენ ეკონომისტები. „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი, გიორგი კეპულაძე, სიღარიბის გაზრდის ერთ-ერთ მიზეზად პანდემიასაც ასახელებს, თუმცა შექმნილ მძიმე ეკონომიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. 

ყოველი მეხუთე ადამიანი როცა არის სიღარიბის ზღვარს ქვევით, მათ შორის, ბავშვები, ეს არის განსაკუთრებით მტკივნეული. საკმაოდ მაღალი რიცხვია. ეკონომიკური კრიზისი გვქონდა წინა წელს, ეს რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახა ჩვენი მოსახლეობის შემოსავლებზე და რა თქმა უნდა, ვისაც ყველაზე მეტად უჭირდა, იმათ კიდევ უფრო მეტად გაუჭირდათ. იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება, კარგი თუ ცუდი, პასუხისმგებელია მთავრობა და მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი არის სიღარიბის ზღვარს მიღმა, - ამბობს გიორგი კეპულაძე.
 

2020 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ ქვეყნის მოსახლეობის 21.3 იმყოფებოდა. საგანგაშო მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.  

მსგავსი სიახლეები