რის გამო სურს რუსეთს თბილისში უნივერსიტეტი გახსნა - პირველი ინტერვიუ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან
რის გამო სურს რუსეთს თბილისში უნივერსიტეტი გახსნა - პრიმაკოვის ფონდის ქართველი თანამშრომელი "პირველებთან" მიზეზებზე საუბრობს. დიმიტრი ლორთქიფანიძე არ მალავს, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ, საუნივერსიტეტი დიპლომატიის დრო დადგა, კონცეფციას კი სექტემბერში გასაჯაროვდება.
ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ საუნივერსიტეტო დიპლომატია. მითუმეტეს, როცა ჩემი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული, როდესაც ჩვენ რეალურად გვჭირდება ისეთი პოლიტიკის წარმოება, რომელმაც ეს პრობლემა უნდა მოუხსნას ქვეყანას, ძალიან მნიშნელოვანია. ჩვენ ავირჩიეთ სრულიად სწორი გზა: გზა სტაბილურობის, ეკონომიკური გავითარების, გზა, რომელიც ჩინური სლოგანისა არ იყოს, გულისხმობს, რომ ჯერ არის ეკონომიკა და მას მოჰყვება პოლიტიკა. პირველი, ჩვენ რითაც დავიწყეთ და ეს ყველამ კარგად ნახა, გახლდათ სწორედ ის, რომ, რა თქმა უნდა, ხალხის მონდომებით, ეს არის ხალხის დამსახურება, აღდგა უვიზო რეჟიმი, აღდგა პირდაპირი ფრენები. სექტემბერში ბევრ საკითხს მოეფინება ნათელი, ამ შემთხვევაში საუბარია კონცეფციაზეა, საუბარია მიდგომებზე და ჩვენ სოლიდარობა მშვიდობისთვის პლატფორმაზე მყოფი საზოგადოების დამოკიდებულებაზე საკითხების მიმართ, როგორ ვხედავთ ჩვენ, როგორ გვესახება. ჩვენ ვხედავთ ამ ყველაფერს შემდეგ ჭრილში, რომ საჭიროა ქართულ-რუსული უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნას რეალური ბერკეტი სტუდენტური დიპლომატიისა, - ამბობს ლორთქიფანიძე.