რუსული უნივერსიტეტის გახსნა საგანმანათლებლო მიზნებს არ ემსახურება - ექსპერტები
რუსული უნივერსიტეტი საქართელოში - განათლების ექსპერტები საფრთხეებზე საუბრობენ. მარიამ რამინაშვილი დარწმუნებულია, რომ ოკუპანტ ქვეყანას საგანმანათლებლო მიზნები არ ამოძრავებს.
ექსპერტი ასევე, საფრთხის შემცველად მიიჩნევს იმ ფაქტსაც, რომ უნივერსოტეტშ სწავლა უფასო იქნება, რადგან მისი თქმით, ეს გარემოება შესაძლოა, სოციალურად გაჭირვებული სტუდენტებისთვის სატყუარაც კი აღმოჩნდეს.
განსაკუთრებით სახიფათოა ის, რომ ეს იქნება უფასო სწავლა, რაც ალბათ ეკონომიკურად მძიმე სიტუაციაში მყოფი მოქალაქეებისთვის შეიძლება სატყუარადაც კი იყოს და ამით მიაღწიონ იმ სურვილს, რაც, ვთქვათ, მათ ქვეტექსტად აქვთ, ბუნებრივია. არცერთ შემთხვევაში არ ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტის გახსნა მათი საგანმანათლებლო მიზნებისთვის არის. ამას საფუძვლად უევს აუცილებლად პოლიტიკური მიზანი, - ამბობს განათლების ექსპერტი მარიამ რამინაშვილი.
ფაქტს, საყურადღებოდ მიიჩნევს ენმ-ს წევრი დავით ლაგვილავა. ამასთან, ლაგვილავა ფიქრობს, რომ რუსულ უნივერსიტეტის გახსნა საბოლოო ჯამშ, რუსეთის მიზანი განუხორციელებელი დარჩება, რაგან რუსულ უნივერსიტეტში სწავლას პროევროპულად მაოზროვნე ახალგაზრდობა არ ისურვებს.
ეს არის საყურადღებო თემა, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი, ამ შემთხვევაში ხავსს ეჭიდება და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ეს შედეგს ვერ გამოიღებს, ვინაიდან 7-8 მარტის მოვლენებმა ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ დღეს საქართელოში არიან ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ მხოლოდ ერთი შეხედულება და ღირეულება და ეს არის ევროპული, თავისუფალი, ლიბერალური ღირეულებები, - ამბობს ენმ-ს წევრი დავით ლაგვილავა.
კრემლი თბილისში ქართულ - რუსული უნივერსიტეტის გასახსნელად ემზადება. ამბავი პრიმაკოვის ცენტრის ქართველმა თანამშრომელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ რუსულ მედიასთან უკვე დაადასტურა, თუმცა ინფორმაციას ამ დრომდე უარყოფს განათლების სამინისტრო.