ბინების ფასები რეკორდულად გაიზარდა - რა როლი აქვთ ამ პროცესში რუსეთის მოქალაქეებს?
რეკორდული ფასი ბინებზე - თბილისის ცენტრალურ უბნებში 1 კვ უკვე 5 ათასზე მეტი ღირს. იაფი არც გარე უბნებშია. აქ ფასები 2 ათასიდან 3 ათასამდე მერყეობს. რატომ შეიქმნა ბაზარზე ასეთი მდგომარეობა? მშენებელი კომპანიების ხელმძღვანელები "პირველებს" ეუბნებიან, რომ მიზეზი სამშენებელო მასალებზე გაზრდილი ფასია, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ პროცესში რუსეთის მოქალაქეებმა შეიტანეს. იმდენად დიდია მათი მხრიდან ბინებზე მოთხოვნა, რომ გაყიდვის ფასიც რეკორდულად იზრდება.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.