პენსიონერი, სავარაუდოდ, პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს - ყველა მათგანი ამ დრომდე პოსტზე რჩება

24.07.23 20:02
პენსიონერი, სავარაუდოდ, პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს - ყველა მათგანი ამ დრომდე პოსტზე რჩება

 

 

საზოგადოების ზეწოლისა და მსხვერპლი პენსიონერის ხმაურიანი ინტერვიუს შემდეგ, ძალადობაში მხილებული ოთხი პოლიციელი გამოკითხვაზე დაიბარეს. სპეციალური საგამოძიებო სამასახური მოქმედებაზე  მხოლოდ ხუთი  დღის შემდეგ  გადავიდა.  

ბებიას, სავარაუდოდ, გომელაურის უწყების თანამშრომლებმა ისე სცემეს, რომ ტვინის შერყევამდე მიიყვანეს. ქალს სასტიკად მაშინ გაუსწორდნენ, როდესაც ის საკუთარ შვილიშვილს პოლიციელების ძალადობისგან იცავდა. სისხლნაჟღენთები სხეულზე პენსიონერს ახლაც აღენიშნება. ქალი, რომელიც 25 წელი პროკურატურაში მუშაობდა, "პირველებს" შოკისმომგვრელ ამბავს უყვება.

ვერაზე ახალგაზრდებისა და მათი ბებიის ცემაში ბრალდებული პოლიციელები კი ამ დრომდე პოსტზე რჩებიან. დღეს "პირველებს"  მთავარ დანაშაულში მხილებული ლევან სამნაშვილი პოილიციაში დახვდა, თუმცა კამერას დაემალა. მინისტრმა გომელარმა არცერთს უფლებამოსილება არ შეუჩერა, არადა პოსტზე ყოფნის დროს დიდია რისკი, რომ მათ მოწმეებზე ზეწოლა მოახდინონ და მტკიცებულებები გაანადგურონ. 

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები