"ხელისუფლება ბოდიშს უნდა იხდიდეს" - რუსული ქორწილის ჩაშლაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი იწყება

25.07.23 12:13
"ხელისუფლება ბოდიშს უნდა იხდიდეს" -  რუსული ქორწილის ჩაშლაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი იწყება

გურჯაანის სასამართლოში ამ წუთებში იმ სამოქალაქო აქტივისტების პროცესი იწყება, რომლებმაც ყვარელში სანქცირებული ლავროვის ოჯახის რუსული ქორწილი ჩაშალეს. დღეს მოსამართლე პოლიციელებს გამოჰკითხავს. ეს ის სამართლდამცველები არიან, ვინც  მშვიდობიან მომიტინგეებზე ფიზიკურად იძალადეს, დააკავეს და იზოლატორებშიი გადაიყვანეს.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ უღირსი სასამართლოს  პირობებში სამართლიანი ვერდიქტის იმედი არ აქვთ. მათი თქმით, მათთვის სასამართლოს მოწყობის ნაცვლად, ახლა ხელისუფლება ლავროვის საქართველოშ შემოშვებისთვის ბოდიშს უნდა იხდიდეს. 

ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ეს ადამიანები გავყარეთ, მაგრამ დღეს ჩვენ გვიტარებს სასამართლოს უღირსი მოსამართლე, გვაკავებს უღირსი პოლიცია. სასამართლო კი არ უნდა ტარდებოდეს, ბოდიშს უნდა იხდიდეს დღევანდელი მთავრობა, რომ ეს ადამიანი შემოუშვა, კანონი დაარღვია და აქეთ დაგვიჭირა, - ამბობენ დაკავებულები. 

აქტივისტების მხარდასაჭერად კახეთში ჩავიდა ლევან ხაბეიშვილიც. ენმ-ს თავმჯდომარე ამბობს, რომ აქტივისტებს ხელისუფლება პუტინის საამევბლად სჯის. 

სასამართლოებში ყოველ თვეში ორჯერ-სამჯერ დაატარებენ ამ ადამიანებს, რომ ჯარიმები გამოუწერონ, რომ ციხეში გაუშვან და ამ ყველაფერს აკეთებენ ლავროვის და პუტინის საამებლად, - თქვა ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები