ავარია ასპინძა–ახალქალაქის გზაზე - მანქანაში ბავშვიც იმყოფებოდა

25.07.23 12:07
ავარია ასპინძა–ახალქალაქის გზაზე - მანქანაში ბავშვიც იმყოფებოდა

 ასპინძა–ახალქალაქის გზაზე ავარია მოხდა. თვითმხილველების თქმით გაჩერებულ „ოპელის“ მარკის ავტომობილს ტრაილერი შეეჯახა. მათივე ინფორმაციით მსუბუქ ავტომობილში მცირეწლოვანი ბავშვიც იმყოფებოდა - ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

„ოპელ ასტრა გზის გვერდით იყო გაჩერებული და ტრაილერი დაეჯახა. მანქანაში ოჯახი იმყოფებოდა ერთი მცირეწლოვანი ბავშვით. მცირედი დაზიანებები აღენიშნებათ“,–ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ თვითმხილველი, გრიგოლ ოქროაძე. 

მოხდა თუ არა დაშავებულების კლინიკაში გადაყვანა და მომხდარზე რა მუხლით დაიწყო გამოძიება უცნობია.

 

მსგავსი სიახლეები