უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში საშუალოდ 1 300 კომპანიას არეგისტრირებენ

25.07.23 12:33
 უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში საშუალოდ 1 300 კომპანიას არეგისტრირებენ

 უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში საშუალოდ 1 300 კომპანიას არეგისტრირებენ - ინფორმაციას ''საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს'' ავრცელებს.

ირკვევა, რომ 1995 წლის იანვრიდან 2022 წლის თებერვლის ჩათვლით, რუსების მოქალაქეების მიერ საქართველოში 7 788 კომპანია დაფუძნდა, ხოლო 2022 წლის მარტიდან 2023 წლის ივნისის ჩათვლით 21 326 კომპანია. ბოლო ორი წლის მონაცემები, წინა 27 წლის მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება.

მსგავსი სიახლეები