4 წელიწადში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 16,5 მილიონის შრომის ანაზღაურება გაიცა

28.05.21 14:24
4 წელიწადში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 16,5 მილიონის შრომის ანაზღაურება გაიცა

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, იუსტიციის საბჭოს 4 ახალი, მოსამართლე წევრის არჩევით მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფების პოზიციები უფრო გაძლიერდა. კორუფციის მკვლევარები აღნიშნავენ, არაეფექტური საქმიანობის მიუხედავად, იუსტიციის საბჭოს ხელფასები ყოველწლიურად იზრდება.

26 მაისს საბჭომ 4 ახალი წევრი აირჩია და კიდევ უფრო გააძლიერა სასამართლოში არსებულ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის პოზიციები. არჩევნების ჩატარებით, საბჭომ უარყო შარლ მიშელის შეთანხმების, დიპლომატიური კორპუსისა და ამერიკის საელჩოს მოთხოვნები. 

საბჭოს მიერ საქმიანობის არაეფექტურად განხორციელების მიუხედავად, 2015-2019 წლის განმავლობაში ყოველწლიურად იზრდება შრომის ანაზღაურება. 2019 წელს, 2015 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, შრომის ანაზღაურება 54%-ით არის გაზრდილი - წერს ,,ფლანგვის დეტექტორი სოციალურ ქსელში.

 

 

26 მაისს მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის საბჭოს საბჭოს 4 მოსამართლე წევრი აირჩია.

შენიშვნა: ფოტო ეკუთვნის "ფლანგვის დეტექტორს".